“ულსან ჰიუნდაი”, სადაც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ნახენები ტურნირის 1/4-ფინალში სამხრეთ კორეული დერბი გაიმართა – “ულსანი” სტუმრად “ჩონბულ მოტორსს” დაუპირისპირდა და დამატებით დროში გაიმარჯვა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 39-ე წუთზე გაიტანეს.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სტუმრები ისევ დაწინაურდნენ, ხოლო “ჩონბუკმა” თანაფარდობა 48-ე წუთზე აღადგინა.
“ულსანმა” გამარჯვების გოლი 101 წუთზე გაიტანა, ხოლო ყაზაიშვილი 110-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო.
ყაზაიშვილის გუნდი 1/2-ფინალში ასევე სამხრეთ კორეის “პოჰან სთილერსს” დაუპირისპირდება.





