
ნბა-ს საგამოფენო შეხვედრა წააგო “ინდიანამ”, რომლის შემადგენლობაში ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ 11:44 წუთი ითამაშა. ინდიანელები “ნიუ იორკს” შეხვდნენ და 104:125 წააგეს. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ააცილა, 3 სამიანიდან კი ერთი ჩააგდო. 2 ქულასთან ერთად ბითაძემ 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 17:48 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 8 ოქტომბერს გამართავს – “ინდიანა” კლივლენდში “კავალიერზს” შეხვდება.




