საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს საბერძნეთთან გამარჯვება ძალიან სჭირდება.
მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გაანცხადა.
გიორგი აბურჯანია: “სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ ყოვლისა, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას”.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში შედგება და 20:00 საათზე დაიწყება. მომავალ შეხვედრას სტადიონზე მაყურებლების ტევადობის 33% დაესწრება. ცნიბისთვის ბათუმის ახალ არენაზე 20000 ქომაგი ეტევა.





