„ბაიერნმა“ „რეალის“ რეკორდი მოხსნა

0
17

მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალის“ რეკორდი გააუმჯობესა.

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენელებმა შინ „კიოლნი“ 3:2 დაამარცხეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ გოლი ყველა ტურნირში ჩატარებულ ზედიზედ 74 მატჩში გაიტანა.

ბავარიელებმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში (ესპანეთი ლა ლიგა, ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1) მანამდე არსებული „რეალის“ მიღწევა გააუმჯობესეს.

მადრიდელებმა 2016-2017 წლების სეზონში მეტოქეთა კარი ზედიზედ 74 შეხვედრაში აიღეს – საერთო ჯამში 200 გოლი.

„ბაიერნმა“ 74 თამაშში მოწინააღმდეგეების კარი 214-ჯერ დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი გოლი პოლონელმა თავდამსახმელმა რობერტ ლებანდოვსკიმ გაიტანა – 72.

მიუნხენელებმა ბოლოს მეტოქის კარის ბადე 2020 წლის 9 თებერვალს ვერ შეარხიეს, როდესაც „ლაიფციგთან“ 0:0 ითამაშეს.