ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ორაზროვანი პასუხი გასცა ჟურნალისტს, რომელმაც მას „ხიმკისთან“ (1:1) სტუმრად ჩატარებული მატჩსი შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო დაბრუნების თარიღზე ჰკითხა.
შეგახსენებთ, რომ ყაზანელებმა საქართველოს ნაკრების გარემარბი განაცხადიდან ამოიღეს და ამის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დაასახელეს.
-ხვიჩას დაბრუნების თარიღი ცნობილია?
ლეონიდ სლუცკი: „ჯერჯერობით ცალსახად ვერ ვისაუბრებ. რაც არ უნდა ვთქვა, შესაძლოა სიმართლე არ იყოს“.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, მან კონფერენს ლიგის ორ მატჩში იასპარეზა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.





