ბრატისლავას „სლოვანმა“, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია თამაშობენ, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.
ამჯერად, მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით „სერედი“ დაამარცხა.
ბრატისლაველთა ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ კანკავა იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მცველ კაშია რაც შეეხება, ის მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.
„სლოვანი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.





