„თელავმა“ ქუთაისში მოიგო – მიქაძის გუნდის 6-მატჩიანი წაუგებელი სერია

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტური ქუთაისში დასრულდა, სადაც ადგილობრივი „ტორპედო“ „თელავს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის 81-ე წუთზე, ვაჟა ტაბატაძემ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი შოთა შეყილაძეს „ჩააბარა“, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით თელაველებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ – 4 გამარჯვება და 2 ფრე.

ქუთაისში მოგების შემდეგ „თელავმა“ 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. „ტორპედო“ 19 ქულით მე-9 პოზიციაზეა.