ბოიან კრკიჩი კარიერას იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ გააგრძელებს.
მან იაპონელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალ გუნდს უახლოეს მომავლში შეუერთდება.
ის 2019-2020 წლების სეზონში „მონრეალ იმპაქტში“ გამოდიოდა. 30 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო და 4 სეზონის განმავლობაში 163 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
„ბარსელონას“ გარდა, მან „რომაში“, „მილანში“, „აიაქსში“, „სტოკში“, „მაინცში“ და „ალავესში“ ითამაშა.