გუგა ფალავანდიშვილი საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს.
27 წლის ნახევარმცველმა ბათუმელებთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის გასულ სეზონში „ლამიაში“ გამოდიოდა და საბერძნეთის უმაღლეს დივიზიონში 14 მატჩი ჩაატარა.
ასევე, კარიერის განმავლობაში ფალავანდიშვილი „გაგრაში“, თბილისის „დინამო 2“-ში, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, კიშინიოვის „დაჩიაში“, პოლონეთის „პოდბესკიძიეში“ და ლატვიის „ვენტსპილში“ თამაშობდა.