„ბარსელონას“ ახალწვეული სერხიო აგუერო ესპანეთის ლა ლიგაში საკმაოდ დიდ პერიოდს გამოტოვებს.
AS-ის ინფორმაციით, არგენტინელ თავდამსხმელს კოჭის მყესები დაუზიანდა და საუკეთესო შემთხვევაში მოედანზე ოქტომბერში დაბრუნდება.
აგუერო კატალონიელებს მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.
აგუერო „სიტიში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 390 მატჩში გატანილი 260 გოლით მანჩესტერელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
არგენტინელი პრემიერ ლიგის ყველა დროის გოლეადორებში მე-4 ადგილზეა.
მან „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო, ასოციაციის თასს 2-ჯერ დაეუფლა, ლიგის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ხოლო ინგლისის სუპერთასზე 3-ჯერ გაიმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ აგუერომ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.
