შვეიცარიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
30

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ვლადიმირ პეტკოვიჩის მაგივრად გუნდს მურატ იაკინი გაუძღვება.

ბოსნიელმა პეტკოვიჩმა შვეიცარიელთა თავკაცის პოსტი ევრო-2020-ის მერე დატოვა და საფრანგეთის „ბორდო“ ჩაიბარა.

იაკინი 2019-2021 წლებში შვეიცარიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „შაჰფაუზენს“ ავარჯიშებდა.

46 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია, რომ „შაჰფაუზენამდე“ თავის სამშობლოში „გრასჰოპერს“, „თუნს“, „ლუცერნს“, „ბაზელს“ და „სიონს“ ავარჯიშებდა, ხოლო ერთი სეზონი მოსკოვის „სპარტაკს“ უძღვებოდა.