საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში – 72:84 წააგეს.
ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით – 65:66 ჩამორჩებოდა და ბრძოლაც წინ იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულ დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი დათმო. ტუნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.
კალათბურთი ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დავასრულეთ