მათე ვაწაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა.
მე-14 ტურში „ქიზილქუმი“, სადაც ვაწაძის გარდა, ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი კუხიანიძე გამოდიან, სტუმრად „ანდიჟანს’ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა და 55-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში ანგარიში გაათანაბრა.
მის მსგავსად „ანდიჟანთან“ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშეს გრიგალაშვილმა და კუხიანიძემ.
„ქიზილქუმი“ 24 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურში „როდეზმა“, რომელშიც ამირან სანაია ირიცხება, სტუმრად „დიჟონთან“ ქულა აიღო – 1:1.
ქართველი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. „როდეზი“ 4 ქულით 20 გუნდში მეთერთმეტეა.
