ჰაკიმი ოთხ ტოპ-ლიგაში გოლის გამტანი პირველი არაბი ფეხბურთელია

0
22

აშრაფ ჰაკიმი პირველი არაბი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპი ოთხ ტოპ-ლიგაში გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მ სტუმრად „ტრუა“ 2:1 დაამარცხა და ჰაკიმიმ, რომელსაც პარიზელებში დებიუტი ჰქონდა, მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 21-ე წუთზე, მაურო იკარდიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

პსჟ-ში გადასვლამდე 22 წლის ჰაკიმი მადრიდის „რეალში“, დორტმუნდის „ბორუსიაში“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.

შესაბამისად, მან გოლები ესპანეთის ლა ლიგაში, გერმანიის ბუნდესლიგასა და იტალიის სერია A-ში გაიტანა.