ატირებული მესი: „პსჟ-სთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ“

0
31

ლიონელ მესის თქმით, პსჟ მისი კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტია, მაგრამ ჯერ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა მან ამის შესახებ თავის გამოსათხოვარ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელზეც ცრემლები ვერ შეიკავა.

„პსჟ შესაძლო ვარიანტია, მაგრამ ამ მომენტში ოფიციალურად დადასტურებული არაფერია. „ბარსელონას“ განცხადების შემდეგ, ბევრი კლუბიდან დამირეკეს. კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.

იმედია, რაღაც მომენტში „ბარსელონაში“ დავბრუნდები, რათა ამ კლუბის ნაწილი გავხდე. მინდა აქ ნებისმიერ როლში ვიყო და რაღაც გავაკეთო, რომ „ბარსა“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გახდეს.

რა თქმა უნდა, ახლა ბევრი რამ მავიწყდება. ამჟამად, საუკეთესო მდგომარეობასი არ ვარ, რომ ვიფიქრო და ვისაუბრო.

ბოლო რამდენიმე დღე ვფიქრობდი თუ აქ რა უნდა მეთქვა. დღემდე, გაქვავებული ვარ და ეს ძალიან რთულია ამხელა გზის გავლის შემდეგ. მე მზად არ ვიყავი.

წელიწადი, როდესაც ეს ბიუროკრატიულ ფაქსთან დაკავშირებით ისტორია მოხდა, წარსულს ჩაბარდა. თუმცა, წელს წასვლა არ მსურდა.

ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ აქ დარჩენა გვსურს. ეს ჩემი სახლია. ყველაზე მეტად ამის გაკეთება მინდოდა” – განაცხადა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა.