ზურიკო დავითაშვილმა ტულას „არსენალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ტულელებმა სამარას „კრილია სოვეტოვი“ მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.
დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-3 წუთზე მეტოქის მცველებს ზურგსუკან გაიხსნა, რასაც პანტელეევის პასი მოჰყვა, ხოლო ქართველმა ბურთი მკერდით „ჩამოიღო“ და ზუსტად დაარტყა.
მასპინძლებმა მეორე გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანეს, სტუმრებმა კი, მეტოქის კარი 49-ე წუთზე აიღეს.
დავითაშვილი, რომელიც „არსენალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში შეურთდა, 68-ე წუთზე შეცვალეს.
