კვარაცხელიას ფრე და კურიოზი „რუბინის“ მაისურებთან დაკავშირებით

0
16

ყაზანის „რუბინმა“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად პოლონეთის „რაკოვთან“ 0:0 დაასრულა.

„რუბინის“ ფეხბურთელები მეორე ტაიმში მოედანზე უცნაური მაისურებით გავიდნენ. საქმე ისაა, რომ მათი ახალი ოქროსფერი ფორმის ზოგიერთ მაისურს ციფრები და გვარის აღმნიშვნელი ასოები აძვრა.

აქედან გამონდინარე, ნომრები და გვარები მარკერით დააწერეს, მაგრამ მსაჯმა ასეთ ფორმებში თამაშის უფლება არ მისცა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გარკვეული დროის განმავლობაში მოლაპარაკებას მსაჯებთან და მატჩის დელეგატთან აწარმოებდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა შეეცვალა ის მოთამაშეები, რომელთაც მაისურები დაუზიანდათ.

მათ შორის კვარაცხელია არ იყო, რომელმაც სასტარტოში შემადგენლობაში ითამაშა და მის მაისურს ასოები ნაწილობრივ მოძვრა. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.