“სივასფორის” მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩილამბაის თქმით, მართალია მისმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც სურდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.
მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში ადგილობრივ “დინამოსთან” 2:1 მოგების მერე განაცხადა.
რიზა ჩალიმბაი: “როგორც გვსურდა, ისე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ უმთავრესია, რომ გავიმარჯვეთ. მართალია, თავიდან მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის.
შეცდომები დავუშვით, ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ მზად ვიქნებით სეზონისთვის. რაც მთავარია, კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ კარგი გუნდის წინააღმდეგ”
