სკოპიეში მიმდინარე 18 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯის ფარგლებში საქართველო სერბეთის უძიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და სენსაცია ვერ მოახდინა. ბალკანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 91:48 (სტატისტიკა) ჯგუფში ესპანეთთან ერთად დაუმარცხებლად ლიდერობენ.
დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართველებმა მეტოქეს ბოლო პერიოდი, მინიმალური სხვაობით – 18:17 მოუგეს, თუმცა მანამდე სერბებისთვის ფაქტობრივად წინაღობა არ არსებობდა. ბალკანელებმა პირველი პეიროდი 26:12, ხოლო მეორე – 26:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 34-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა და სერბების ლიდერობამ 40 ქულას გადააჭარბა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 15 ქულა მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. 6 აგვისტო ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 7-ში ჩვენი ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.