ყაზანის „რუბინი“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის „რაკოვთან“ მატჩამდე არცთუ მარტივ ვითარებაში აღმოჩნდა.
უეფამ ყაზანურ კლუბს რეგლამენტის თანახმად განაცხადში არა 25, არამედ, 21 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს.
განაცხადში „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა. თუმცა, ის 5 და 12 აგვისტოს გასამართ შეხვედრებში მაინც ითამაშებს.
მართალია, საქართველოს ნაკრების გარემარბი ძირითად განაცხადში ანუ A სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ მისი შეყვანა B სიაში შეიყვანა, რადგან 2000 წლის პირველი იანვრის მერეა დაბადებული და „რუბინში“ შესვენების გარეშე 2 წელიწადია თამაშობს.