ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატი ტრავმით დაიწყო

0
22

„უიპეშტმა“, რომელშიც გიორგი ბერიძე თამაშობს, უნგრეთის ჩემპიონატი უიღბლოდა დაიწყო.

პირველ ტურში ბერიძის გუნდი თავის მოედანზე „პუშკაშ აკადემიას“ შეხვდა და 1:2 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. მან მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

„უიპეშტმა“ გოლები 43-ე და 56-ე წუთებზე გაუშვა, ხოლო საპასუხო ბურთი 64-ე წუთზე გაიტანა.

მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროში“ თავის მოედანზე „კიშვარდასთან“ 1:1 დამარცხდა. ბუდაპეშტელებში ქართველ ლეგიონერებს – მცველ ლაშა დვალსა და ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს არ უთამაშიათ.