იმნაძის სადებიუტო გოლი ყაზახეთში

0
23

ლუკა იმნაძემ ყაზახეთში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ყაზახეთის თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპის მე-4 ტურში „აკჟაიკმა“ ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდ „ასტანას“ უმასპინძლა და 3;0 გაიმარჯვა.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს.

იმნაძე გასულ სეზონში აზერბაიჯანის „საბაილში“ გამოდიოდა და „აკჟაიკს“ მიმდიანრე ზაფხულში შეუერთდა.

23 წლის ფეხბურთელი საქართველოში „ვიტ ჯორტჯიაში“, „მარკ სტარში“, „გურიაში“, „საბურთალოში“, ფოთის „კოლხეთში“, „რუსთავში“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა.

„აკჟაიკს“ 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.