გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის „გენტის“ განაცხადში ისევ ვერ მოხვდა.
ჩემპიონატის მეორე ტურში „გენტმა“ „ბეერსხოტი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში არც ამჯერად იყო და უცნობია როდის ათამაშებენ. ის „გენტის“ განაცხადში ვერც ბელგიის ჩემპიონატის ორ მატჩში მოხვდა და ვერც კონფერენს ლიგის.
21 წლის ფეხბურთელმა მუხლის მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
მთავარი ნიუსი ჩაკვეტაძე კვლავ განაცხადს მიღმაა