მადრიდის „რეალის“ მცველ ალვარო ოდრიოსოლას, რომელიც გუნდთან ერთად ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
„რეალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ტესტი გაიკეთა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.
ამჟამად, 25 წლის უკანახაზელი სავალდებულო კარანტინშია გადაყვანილი.
„რეალმა“ ოდრიოსოლა 2018 წელს სან სებასტიანის „რეალ სოსიედადინა“ შეიძინა, მაგრამ ბასკმა მოთამაშემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
მან განვლილ პერიოდში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში მხოლოდ 43 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.