ლისაბონის „ბენფიკამ“ ბელგიის „გენტიდან“ თავდამსხმელი რომან იარემჩუკი შეიძინა.
პორტუგალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, 25 წლის უკრაინელის სანაცვლოდ „ბენფიკამ“ 15 მილიონი ევრო გადაიხადა.
გასულ სეზონში, იარემჩუკმა „გენტში“ ჩატარებულ 43 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.