შვეიცარიის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საფრანგეთის „ბორდო“ ჩაიბარა.
ბოსნიელი სპეციალისტი შვეიცარიის ნაკრებს 2014 წლიდან წვრთნიდა და ევრო-2020-ზე მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა.
პეტკოვიჩს შვეიცარიელებთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ მან თანამდებობა ნაადრევად დატოვა.
57 წლის სპეციალისტი კარიერის მანძილზე საკლუბო დონეზე შვეიცარიის „ლუგანოს“, „ბელინცონას“, „იანგ ბოიზს“, „სიონს“, თურქეთის „სამსუნსფორსა“ და იტალიის „ლაციოს“ ავარჯიშებდა.
