ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების თავდასმხმელი სტევან იოვეტიჩი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
31 წლის ფეხბურთელმა „ჰერტასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, რასაც ბერლინელთა პრესსამსახური ადასტურებს.
ბოლო ოთხი სეზონი იოვეტიჩი საფრანგეთის „მონაკოში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 77 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ბერლინელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ის „მონაკოს“ გარდა, კარიერაში ბელგრადის „პარტიზანში“, „ფიორენტინაში“, „მანჩესტერ სიტიში“, მილანის „ინტერსა“ და „სევილიაში“ ასპარეზობდა.
იოვეტიჩი ჩერნოგორიის ნაკრების კაპიტანია, სადაც 2007 წლიდან გამოდის და 61 მატჩში მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო.