კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ძალიან დამაჯერებლად მოიგო.
რუმინეთის ჩემპიონი სტუმრად ბელარუსის „ვიტებსკს“ დაუპირისპირდა და მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარში ერთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 67-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები მე-4 წუთზე ბაირამიმ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპაასუხო ბურთი მე-20 წუთზე გრომიკომ გაიტანა. 24-ე წუთზე რუმინელები ალ ჰამლავიმ დააწინაურა, როდესაც პენალტი გაიტანა. მან 43-ე წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანიდან დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი ნსიბამ დასვა.
ლაშა თაბაგარი





