სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.
ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის დიეგო რიკო მომავალ სეზონში სან სებასტანელთა ღირსებას დაიცავს.
ამპლუით მცველი რიკო ბოლო სამი წელიწადი ინგლისის „ბორნმუთში“ თამაშობდა, სადაც 83 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ის ინგლისში გადასვლამდე ესპანეთში „სარაგოსაში“ და „ლევანტეში“ გამოდიოდა.
