Sky Italia: კვარაცხელიათი „ტოტენჰემი“ დაინტერესდა

0
24

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერის შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

Sky Italia იუწყება, რომე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის შეძენით ლონდონის „ტოტენჰემი“ დაინტერესდა.

Sky Italia წერს, რომ „მილანმა“ კვარაცხელიას თაობაზე „რუბინთან“ მოლაპარაკება კლუბისა და ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო შეწყვიტა.

20 წლის კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

მან მიმდინარე სეზონში ყაზანელთა შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში ერთი მატჩი ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში 23 თამაშში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ამდენივე პენალტი „გამოიმუშავა“.