დორტმუნდის „ბორუსიამ“ პსვ-დან დონიელ მალენი შეიძინა, რომელსაც მალე ოფიციალურად წარადგენს, იუწყება თავის ტვიტერში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე შეათანხმა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მალენი ხელფასი კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში ყოველ წელს გაიზრდება.
პსვ ტრანსფერის სანაცვლოდ „ბორუსიასგან“ 30 მილიონ ევროს მიიღებს.
მალენმა, რომელიც პსვ-ს აღზრდილია, გასულ სეზონში ეინდჰოვენელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.