„ბარსელონასა“ და ნეიმარსა შორის, სასამართლო პროცესები შეწყდება.
ამის შესახებ კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო პროცესები, რომლებიც მათ შორის მიმდინარეობდა აღარ გაგრძელდება – სამი სარჩელი შრომის ინსპექციაში და ერთი სამოქალაქო დავა.
ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, რის შემდეგ ყოფილ კლუბს 2016 წელს კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ბონუსის სახით 40 მილიონ ევროზე მეტს თხოვდა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ნეიმარი 222 მილიონ ევროდ იყიდა, რაც დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.