კაკაბაძის წარუმატებელი დებიუტი პოლონეთში

0
21

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა, რომელსაც წარმატებული არ ეთქმის.

ახალი სეზონის პირველ ტურში „კრაკოვია“, სადაც კაკაბაძე ზაფხულში გადავიდა, სტუმრად „ლეჩნას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენების შემდეგ შეცვალეს.

თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ კაკაბაძე მოედნიდან ტრავმის გამო არ გაუვანიათ. უბრალოდ, კრაკოვიელთა მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერცი 26 წლის ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ მას დრო სჭირდება რათა ექსტრაკლასას ალღო აუღოს.