გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.
ახალი სეზონის წინ, „მეცი“ სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდა და 0:1 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ მან „მეცის“ სასტარტოში პირველად ლიგა 2-ის „ნანსისთან“ (3:2) ითამაშა და გოლიც გაიტანა.
მიქაუტაძე გასულ სეზონში ბელგიის რანგით მეორე ლიგის „სერენში“ გამოდიოდა, სადაც 21 მატჩში გატანილი 19 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მიქაუტაძეს ლომის წვლილი მიუძღვის „სერენის“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაში.
ახალი სეზონის წინ “მეცმა” 20 წლის ქართველი დაიბრუნა და თუ ამხანაგური მატჩებით ვიმსჯელებთ, მისი ეიმედება.