ყაზაიშვილის მეექვსე გოლი მიმდინარე სეზონში

0
23

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა.

21-ე ტურში „ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ მოულოდნელად „სუვონტან“ 2:5 წააგო.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაშიი იყო და 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა – თანაგუნდელისგან პასი საჯარიმოში მიიღო, კარიდან გამოსულ მეკარეს გვერდია აუარა და ზუსტად დაარტყა. თუმცა, ამის შემდეგ 31-ე წუთიდან 49-ე წუთამდე სტუმრებმა 5 გოლი გაიტანეს.

„ულსანმა“ მეტოქის კარი მეორედ 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან აიღო.

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში თავი 3-ჯერ გამოიჩინა და აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თავი ამდენჯერ გამოიჩინა.