„თელავმა“ მესამელიგელს დიდი ანგარიშით აჯობა

0
15

„თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლიგა 3-ის წარმომადგენელი „თბილისი სითი“ 6:2 დაამარცხა.

გიორგი მიქაძის გაწვრთნილებიდან დუბლი ბრაზილიელმა ახალწვეულმა ნათან ჟუნიორმა და ლაშა კოხრეიძემ გაიფორმეს, ხოლო თითო გოლი ცოტნე კაპანაძემ და გიორგი ხაბულიანმა მიითვალეს.

აქვე გეტყვით, რომ ნათან ჟუნიორმა მიმდინარე სეზონი „სამტრედიაში“ დაიწყო, ხოლო ცოტა ხნის წინ „თელავს“ მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ შესვენებაზე გასვლამდე “თელავი” 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა.