სოლსკიაერის ახალი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“

0
10

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინგლისური გრანდის ვებგვერდის ინფორმაციით, 48 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2024 წლამდე დადო და მისი გახანგრძლივება კიდევ ერთი წლითაა შესაძლებელი.

„ყველამ იცის ამ კლუბის მიმართა როგორი დამოკიდებულება მაქვს. თანამშრომლობის გახანგრძლივებამ გამახარა. ჩვენ შევქმენით გუნდი ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ბალანსით, რომელსაც წარმატება წყურია.

მოუთმენლად ველოდები როდის გავალ გულშემატკივრებით გადაჭედილ „ოლდ ტრაფორდზე“ და ახალ სეზონს დავიწყებ“ – განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების მერე სოლსკიაერმა, რომელიც მანჩესტერელებს 2018 წლის დეკემბრიდან წვრთნის და გასულ სეზონში გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ესპანეთის „ვილიარეალთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.