პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბთან ახალი ხელშეკრულება დადო.
პარიზელთა პრესსამსახურის ინფორმაციიტ, არგენტინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2023 წლამდე დადო.
49 წლის პოჩეტინო პსჟ-ს სათავეში 2021 წლის 2 იანვარს ჩაუდგა და გერმანელი თომას ტუხელი შეცვალა. მანამდე, ის 2014 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე ლონდონის „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა.
მისი სადებიუტო სეზონი ახალ კლუბში წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან ლიგა 1-ის ზედიზედ 7-ჯერ მოგების შემდეგ, პსჟ-მ წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა.