რუსული მედია: კვარაცხელია კარიერას “მილანში” განაგრძობს

0
19

ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიის “მილანში” განაგრძობს, იუწყება რუსული ვებპორტალი metaratings.ru.

ნახსენები ინტერნეტ გამოცემის ვერსიით, კვარაცხელიას “როსონერიში” ტრანსფერს საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და “მილანის” ექსმცველმა კახა კალაძემ შეუწყო.

20 წლის გარემარბი ყაზანის “რუბინში” 2019 წლიდან გამოდის და განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 51 მატჩში 7 გოლი გაიტანა, პლუს 13 საგოლე პასი გააკეთა.