სონმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
32

ლონდონის „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი ლიდერი ხინ მონ სონი კლუბიდან წასვლას არ გეგმავს და ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის სამხრეთ კორეელმა ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

„ამ კლუბში 6 წლის გატარება ჩემთვის უკვე დიდი პატივია. „ტოტენჰემმა“ ჩემს მიმართ დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა და აქ ყოფნა მიხარია.

ეს ჩემი სახლია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტრიბუნაზე ფანები არიან. გადაწყვეტილება იოლად მივიღე. გულშემატკივრების ტრიბუნებზე ისევ ნახვა გამეხარდება“ – განაცხადა სონმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

აზიელი ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან გამოდისა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 280 მატჩში 107 გოლი გაიტანა, პლუს 64 საგოლე პასი გააკეთა.