თბილისის „ლოკომოტივში“ ნიდერლანდელი მეკარე ითამაშებს.
თბილისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის მარკ სპენკელინკმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ის გასულ სეზონში პსვ-ს მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც 3 მატჩი ჩაატარა.
გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში სპენკელინკი ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის „გო ჰედ იგლზში“ და შვედეთის პირველი დივიზიონის „კარლსტადში“ გამოდიოდა.