„ბარსელონამ“ ნიდერლანდელი ახალწვეული მემფის დეპაი ოფიციალურად წარადგინა.
27 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ესპანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი შვებულებაში იმყოფებოდა და ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ, ის ოფიციალურად წარადგინეს.
„ეს განსაკუთრებული დღეა და „კამპ ნოუზე“ ყოფნა ძალიან მიხარია. თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. შვებულებიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და ახლა სამუშაოზე კონცენტრირებაა საჭირო. ვეცდები „ბარსელონაში“ ადაპტაცია რაც შესაძლოა სწრაფად გავიარო.
კუმანთან ერთად წინ ბევრი ნაბიჯი გადავდგი და მისი ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მამხნევებდა როდესაც ტრავმირებული ვიყავი, რადგან ხედავდა თუ როგორ ვიბრძოდი, რომ ადრინდელზე უფრო ძლიერი დავბრუნებულიყავი.
ჩემი ტრანსფერი მისი მოთხოვნით შედგა და ძალიან ბედნიერი ვარ. ბრძოლისთვის მზად ვარ“ – ციტირებს დეპაის „ბარსელონას“ პრესსამსახური.
გასულ სეზონში დეპაიმ „ლიონში“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 36 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.