„ბორუსია“: “კვარაცხელია საინტერესო, მაგრამ ძვირადღირებული მოთამაშეა“

0
23

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბი მიონხენგლადბახის „ბორუსია“ დაინტერესდა.

ამის შესახებ Sky Sport Germany-ს ჟურნალისტი მაქს ბილეფელდი იუწყება.

გერმანულ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს როგორც „ძალიან საინტერესოს, მაგრამ ძვირადღირებულად“ აფასებენ. კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 15-20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

მაქს ბილეფელდის ინფორმაციით, „ბორუსიას“ ხელმძღვანელები 20 წლის ქართველის ტრანსფერზე მუშაობას იმ შემთხვევაში გააქტიურებენ თუ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან შეტევის ხაზის რომელიმე ფეხბურთელი წავა.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია ყაზანის “რუბინთან” ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება და გუნდის განაცხადშიც შეიყვანეს.