ედგარ დავიდსი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდიდან დაითხოვეს

0
47

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი პორტუგალიის რანგით მე-3 დივიზიონში მოასპარეზე „ოლიანენსეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

48 წლის დავიდსი გუნდის მთავარ მწვრთნელად იანვარში დანიშნეს, მაგრამ დასახული მიზანი ვერ შეასრულა – „ოლიანენსე“ მეორე ლიგაში ვერ დაწინაურდა.

დავიდსის ხელმძღვანელობით გუნდმა რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და შემდეგ პლეი-ოფში დამარცხდა.

„ოლიანენსეს“ პრეზიდენტმა ლუსი ტორეშმა დავიდსი კლუბში მიწვევას „კატასტროფა“ უწოდა.

დავიდსი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ინგლისის მე-5 ლიგის „ბარნეტში“ მოთამაშე-მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ჰოლანდიის ერსტე დივიზიონის „ტელსტარში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

ფეხბურთელობისას ჰოლანდიელი „აიაქსში“, „მილანში“, „იუვენტუსში“, „ბარსელონაში“, „ინტერში“ და „ტოტენჰემში“ გამოდიოდა – ის ჰოლანდიის და იტალიის არაერთგზის ჩემპიონია, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასის და საკონტინენტთაშორისო თასი მოუგია.