ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ენდროს თაუნსენდი კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს, რომელსაც ახალი სეზონის წინ საათავეში ესპანელი რაფა ბენიტესი ჩაუდგა.
30 წლის თაუნსენდს კონტრაქტი დაუმთავრდა „კრისტალ პალასთან“, სადაც 2016 წლიდან თამასობდა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მან გასულ სეზონში „კრისტალ პალასის“ მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
„რაფას ხელმძღვანელობით „ნიუკასლში“ მითამაშია და ამიტომ, ვიცი რამდენად ხარისხიანი მწვრთნელია.
ის სავარჯიშო მოედანზე კარგია. ყოველთვის გულმოდგინედ მუშაობს და ასევე, კარგი ადამიანია“ – ციტირებს 30 წლის თაუნსენდს Sky Sports-ი.
თაუნსენდმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის „ტოტენჰემში“ გაატარა, სადაც 2008-2016 წლებში ირიცხებოდა და 93 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მან ინგლისის ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.