სერხიო რამოსი: „მესის ადგილი ჩემს გუნდში ყოველთვის მოიძებნება, ნეიმარი პსჟ-ში გადასვლისკენ მიბიძგებდა“

0
37

პსჟ-ს ახალწვეულ სერხიო რამოსის თქმით, მის გუნდში არგენტინელი „ვარსკვლავის“ ლიონელ მესის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

„საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში მომწონს და მესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემს გუნდში მისი ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ თამაშობდა, ხოლო მე – „რეალში“, ჩვენ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ის ტელეფონზე შეტყობინებებს მიგზავნიდა და პსჟ-ში გადასვლისკენ მიბიძგებდა. ასეთ ურთიერთობას ვაფასებ“ – ციტირებს ესპანეთის ნაკრების კაპიტანს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ რამოსს ივნისში მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგ, ის მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.