ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში სეზონი გოლით განაახლა.
გრაცის „შტურმა“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის ავსტრიის თასის 1/32-ფინალში სტუმრად რეგიონალიგის „შტადლ-პაუერს“ 9:0 სძლია და ნახსენებ ტურნირზე საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
მანამდე, გრაცელებმა თასზე ანალოგიური ანგარიშით 1982 წლის 26 ოქტომბერს გაიმარჯვეს.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ 26-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მატჩის მსვლელობის მას ჯერ უნებლიედ სახეში მეტოქის მუშტი მოხვდა, ხოლო შემდეგ მასპინძელმა ფეხბურთელმა იდაყვი ჩაარტყა, რის გამო, მხედველობის პრობლემა შეექმნა.