გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ახალი მთავარი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელში პირველი თამაში ჩაატარა.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნეშვილში ჩატარებულ მატჩში ლივერპულელებმა „სანდერლენდი“ 4:2 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოედანზე 67-ე წუთზე დაჰყო.
25 წლის მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში გადავიდა და ინგლისის პრემიერლიგაში 10 თამაში ჩაატარა. მან ინგლისის ასოაციაციის თასზე 2-ჯერ, ხოლო ლიგის თასზე ერთხელ ითამაშა. გარდა ამისა, მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ იასპარეზა
ლაშა თაბაგარი





