„პარი სენ ჟერმენმა“ მცველი მიჩელ ბაკერი ლევერკუზენის „ბაიერში“ გაყიდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბის ინფორმაციით, 21 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ბაკერი ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილია და პარიზულ კლუბში 2019 წელს ჩაირიცსა. მან პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 45-ჯერ ითამაშა.
ლევერკუზენელებს ბაკერის შეძენა 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.