მადრიდის „ატლეტიკოს“ იტალიის „უდინეზედან“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული შეიძინა, რაც ლა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის პრესსამსახურმა დაადასტურა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, „ატლეტიკომ“ დე პაულის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში წელს კოპა ამერიკის მომგებმა ფეხბურთელმა მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დე პაული „უდინეზეში“ 2016-20121 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 184 მატჩში 34 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, მისთვის ესპანეთის ჩემპიონატში თამაში უცხო არაა, რადგან 2014-2016 წლებში „ვალენსიაში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით 44 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
